"ქართველმა ფეხბურთელმა ფეხბურთით შეშლილი ქალაქი დაიპყრო" - CNN-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა » სპორტის ხაზი

"ქართველმა ფეხბურთელმა ფეხბურთით შეშლილი ქალაქი დაიპყრო" - CNN-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა

"ქართველმა ფეხბურთელმა ფეხბურთით შეშლილი ქალაქი დაიპყრო" - CNN-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა
3-11-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

საუბრები ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ სეზონზე არ წყდება. New York Times-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, 21 წლის შემტევზე ამჯერად CNN საუბრობს.

"როდესაც ნეაპოლში კვარაცხელიას ხედავენ, ისინი ასევე მარადონას ხედავენ. ნაპოლის ბოლო წლებში ჰყავდა გამორჩეული ფეხბურთელები, მაგალითად ლორენცო ინსინიე, მერტენსი, თუმცა არცერთი მათგანი ხვიჩას მსგავსად არ შეყვარებიათ.

ყველაფერი 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იწყება, როდესაც ნაპოლიში” უცნობი ქართველი გარემარბი გადავიდა. ნოემბერი ახალი დაწყებულია და ამ მოკლე პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ.

“ნაპოლიში” გადასვლისას, მასზე დიდი ავანსი იყო გაცემული. გუნდი ორმა ლეგენდამ, ნეაპოლში დაბადებულმა ლორენცო ინსინიემ და კლუბის ყველა დროის ბომბარდირმა, დრის მერტენსმა დატოვეს. “ნაპოლი” მათი შემცვლელის ძიებაში იყო. ბევრისთვის გასაკვირად, გუნდის ხელმძღვანელობამ “დინამო ბათუმისგან” კვარაცხელია დაახლოებით €15 მილიონად შეიძინა, რამაც გარკვეული კითხვებიც გააჩინა.

თუმცა 77-ნომერი მაისურით მოთამაშე კვარაცხელიამ, პასუხი ყველა კითხვას გასცა. 16 შეხვედრაში, მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 10 ასისტია."


შეგახსნებთ იმასაც, რომ კვარაცხელიას სერია ა-ს 12 ტურში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. ქართველი იტალიის ჩემპიონატის მესამე საუკეთესო ბომბარდირია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი