საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეგობრულ შეხვედრაში აზერბაიჯანს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ქართველთა მხრიდან გოლები გიორგი ღვათაძემ (დუბლი) და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს.
ნაკრები, რომელსაც ავთანდილ ასათიანი წვრთნის, მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ, იმავე ლოკაციაზე, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.
შეხვედრა თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.