საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრიმ", ლეო მესის "ინტერ მაიამის" ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.
შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 ოტავიოს, ტალისკას და ლაპორტეს გოლებიბთ მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში ტალისკამ ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო და ერთი გოლიც საუდელმა მარანმა გაიტანა.
ცნობილი მოთამაშეებიდან მოედანზე იყვნენ ალბა, ბუსკეტსი, სუარესი, ოსპინა, ლაპორტე, ტელეში, ბროზოვიჩი, ტალისკა, ოტავიო.
ლეო მესი მოედანზე 83-ე წუთზე გამოვიდა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.