"მალე მშობლები შვილებს მის სახელს დაარქმევენ" - Daily Mail-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"მალე მშობლები შვილებს მის სახელს დაარქმევენ" - Daily Mail-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"მალე მშობლები შვილებს მის სახელს დაარქმევენ" -  Daily Mail-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
25-10-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი სპორტული გამოცემა Daily Mail-ი ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ.

"კვარაცხელია ალბათ კრიშტიანო რონალდოს ,იუვენტუსში გადასვლის შემდეგ იტალიაში საუკეთესო ტრანსფერია, რაც განხორციელებულა. ქართველის უნარმა, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და იმ ზეწოლას გაუძლოს, რომელიც მას აკისრია, სერია ა-ზე შთამბეჭდავი გავლენა მოახდინა.

უკვე დროის საკითხია, როდის დაარქმევენ მშობლები თავიანთ შვილებს მის სახელს და მისნაირ ვარცხნილობას გაუკეთებენ. მისი წვერი ტელესერიალ გომორას პერსონაჟთა წვერს წააგავს, სტილი, რომელიც უკვე მოთხოვნადია იტალიურ სადალაქოებში" - წერს Daily Mail-ი 21 წლის შემტევზე.

აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ კვარაცხელიამ ასეთ მოკლე დროში უკვე შეძლო იტალიელი გულშემატკივრების გულის მოგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი