როგორც ბრიტანული The Sun წერს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში კრიშტიანუ რონალდუ არ შედის და პორტუგალიელი იძულებულია, რომ სათამაშო დროის მისაღებად სხვა კლუბი მოძებნოს.
აღსანიშნავია, რომ ნეაპოლური გუნდი რონალდუს გაფორმებას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა, თუმცა კრიშტიანუს მაღალი ანაზღაურების გამო, ტრანსფერი ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, დღეს სხვა სიტუაციაა: პორტუგალიელი ფორვარდი მზადაა, რომ ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს, რაც შესაძლოა, რომ დე ლაურენტისის გეგმებსაც ერგებოდეს.
თავად რონალდუს წარმომადგენლებმა კრიშტიანუ სამ გუნდს, "არსენალს", "ნიუკასლსა" და "ჩელსის" შესთავაზეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს. ამდენად, შესაძლოა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.