"ნაპოლისთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა:
"როგორ ვაპირებ კვარაცხელიას შეჩერებას? თუ ახლოს ჩამივლის მას ფეხებში ჩავარტყამ." - თქვა ჟოზემ სიცილით.
შეგახსენებთ, მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე "ნაპოლის" რიგებში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.