საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საგზურისთვის ბრძოლაში, პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.
ლუქსემბურგმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. "წითელმა ლომებმა" ბოლო შეხვედრა ლიხტენშტეინის წინააღმდეგ გამართეს და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს - 1:0.
"ვფიქრობ, ამ ოთხი ნაკრებიდან, საბერძნეთს ევროპაზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი აქვს. საქართველოში ჩასვლა და ნახევარფინალური მატჩის ჩატარება რთული იქნება და მინდა, რეალისტური დამოკიდებულება შევინარჩუნო. არ მინდა, ძალიან დიდი ამოცანები დავისახო" - აცხადებს ლუქსემბურგელთა მთავარი მწვრთნელი ლუკ ჰოლცი.