რიბერიმ კარიერა დაასრულა - როგორია ფრანგი ლეგენდის 22 წლიანი კარიერული სტატისტიკა? » სპორტის ხაზი

რიბერიმ კარიერა დაასრულა - როგორია ფრანგი ლეგენდის 22 წლიანი კარიერული სტატისტიკა?

რიბერიმ კარიერა დაასრულა - როგორია ფრანგი ლეგენდის 22 წლიანი კარიერული სტატისტიკა?
21-10-2022, 18:33
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

22 წლიანი კარიერის განმავლობაში, რიბერიმ ჯამში 713 შეხვედრა გამართა, სადაც თავის გამოჩენა 167 გოლითა და 249 საგოლე გადაცემით მოახერხა. გარდა გოლების და ასისტებისა, რიბერიმ ჯამურად 24 ტიტულის მოგება მოახერხა.

რაც შეეხება კონკრეტულად ბაიერნს, ფრანგმა ფეხბურთელმა რეკორდმაისტერში 12 დაუვიწყარი სეზონი გაატარა, მისი მონაგარი კი შემდეგნაირია: 425 შეხვედრა, 124 გოლი და 182 საგოლე გადაცემა.

შეგახსენებთ, რიბერი ბაიერნს 2007 წელს ფრანგული მარსელიდან შეუერთდა, გერმანული კლუბი კი 2019 წელს დატოვა და ფიორენტინაში გადაბარგდა, საბოლოოდ კი კარიერა იტალიურ სალერტინაში დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი