ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ესპანეთმა კვიპროსს 1-3 მოუგო.
შეხვედრა ესპანელების კარნახით მიდიოდა და ანგარიში ლამინე იამალმა მეხუთე წუთზე გახსნა.
ხოლო მიკელ ოიარსაბალმა 22-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა.
ესპნელთაგან მესამე და ბოლო გოლი 28-ე წუთზე ხოსელუმ გაიტანა.
კვიპროსმა 75-ე წუთზე მოახერხა სხვაობის შემცირება, პილაესი მეკარესთან პირისპირ დატოვეს და მანაც ზუსტად შეასრულა.
კვიპროსისთვის შესარჩევი ეტაპი დასრულდა, გუნდმა 0 ქულა მოაგროვა, რაც შეეხება ესპანეთს, ფურია როხას 18 ქულა აქვს და ბოლო შეხვედრას სახლში, საქართველოსთან გამართავს.