მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - რა საქციელის გამო აკრიტიკებენ ფანები მბაპეს » სპორტის ხაზი

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - რა საქციელის გამო აკრიტიკებენ ფანები მბაპეს

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - რა საქციელის გამო აკრიტიკებენ ფანები მბაპეს
10-07-2024, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

კილიან მბაპეს ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები არც თუ ისე წარმატებული თამაშის შემდეგ, კრიტიკა ნამდვილად არ აკლია - ამ ყოველივეს კი ესპანეთთან მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ მომხდარი ინციდენტიც ემატება.

როგორც ირკვევა, რეალ მადრიდის ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მოთამაშეს მაისური შესვენებაზე გაუცვალა, რა დროსაც მისი გუნდი 2:1 მარცხდებოდა.

სწორედ ამიტომ, ფრანგმა გულშემატკივრებმა მბაპე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რადგან, როგორც წესი, ფეხბურთელები მაისურს თამაშის დასრულების შემდეგ ცვლიან.

"შესვენებაზე ამის საფიქრალი დრო ჰქონდა? მით უმეტეს, რომ საფრანგეთი მარცხდებოდა.."

"სამარცხვინო ხარ მბაპე! ვმარცხდებოდით და შენ ამისთვის გეცალა?"

"არანაირი ემოცია და ჟინი, ეს რა უბედურებაა?", - წერენ გულშემატკივრები X-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი