ეპიცენტრიგვერდი 2
დიდებული მხარდაჭერაა - ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი გუნდები ევრო 2024-ზე გასვლას ულოცავენ
დიდებული მხარდაჭერაა - ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი გუნდები ევრო 2024-ზე გასვლას ულოცავენ
27-03-2024, 14:02
პოიეტი: "ვულოცავ მთელ საქართველოს, იღბალი თქვენს მხარეს იყო"
ისტორია დაწერილია! საქართველოს ნაკრებმა - საბერძნეთი პენალტების სერიაში 4 - 2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ამასთან დაკავშირებით საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი, გუსტავო პოიეტი კომენტარს აკეთებს:

"პირველ რიგში, ვულოცავ მეტოქეს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ვილი სანიოლს, რომელსაც ბორდოდან კარგად ვიცნობ.

მატჩის შემდეგ აჟიოტაჟში ვერ მოვახერხე, რომ პირადად მიმელოცა მისთვის. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ხდება ასეთ დროს.

ბევრი ორთაბრძოლა იყო და საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა პენალტების სერიაში, სადაც ყოველთვის 50/50-ზეა შანსები, ხოლო იღბალი ერთ-ერთი გუნდის მხარესაა. ამჯერად საქართველოს ნაკრების მხარეს იყო."
27-03-2024, 02:52