კვარაცხელიამ შესაძლოა "ტორინოსთან" განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშოს » სპორტის ხაზი

კვარაცხელიამ შესაძლოა "ტორინოსთან" განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშოს

კვარაცხელიამ შესაძლოა "ტორინოსთან" განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშოს
28-09-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას ივან იურიჩის "ტორინოსთან" საკუთარ კედლებში გამართავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშოს.

Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო შეხვედრას მარცხენა ფლანგის ნაცვლად, მარჯვნივ დაიწყებს, რათა ტრავმირებული მატეო პოლიტანოს სრულფასოვანი ჩანაცვლება მოხერხდეს. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მარჯვნიდან შეუტევს, მაშინ მარცხენა ფლანგს ჩრდილოეთ მაკედონიელი ელიფ ელმასი ან იტალიელი ჯაკომო რასპადორი დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ვარიანტი ხვიჩას მარცხნივ, ხოლო ლოზანოს მარჯვნივ დაყენებაა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მექსიკელი სასურველი სათამაშო კონდიციებისგან შორსაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი