"მადრიდის რეალი კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდება" - რას წერს GOAL? » სპორტის ხაზი

"მადრიდის რეალი კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდება" - რას წერს GOAL?

"მადრიდის რეალი კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდება" - რას წერს GOAL?
17-10-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც FootballNews24 წერს, მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება და შესაძლოა, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდმა გადამწყვეტი ნაბიჯი სეზონის დასრულების შემდეგ გადადგას.

"ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მაისურით 14 თამაშში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და გასაკვირი არ არის, რომ მადრიდის რეალთან ერთად კვარაცხელიას ისეთი გიგანტი აკვირდება, როგორიც ლივერპულია და შესაძლოა, რომ მათ სატრანსფერო შეთავაზება ზაფხულის პერიოდში მოამზადონ. ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია მსოფლიოში და კარლო ანჩელოტის გუნდს ნამდვილად გამოადგებოდა", - წერს GOAL.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა "ნაპოლი" - "ბოლონია", სადაც მასპინძლებმა 3:2 დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლის წინ, ვიქტორ ოსიმენს საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი