ოტავიო: "როცა რონალდუმ გაიგო სკამზე იჯდებოდა...." » სპორტის ხაზი

ოტავიო: "როცა რონალდუმ გაიგო სკამზე იჯდებოდა...."

ოტავიო: "როცა რონალდუმ გაიგო სკამზე იჯდებოდა...."
9-12-2022, 00:37
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალუტ შეხვედრაში შვეიცარიას დაუპირისპირდა. მოულოდნელად, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით კრიშტიანუ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა,მისმა შემცვლელმა გონსალო რამოშმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმის შესახებ, რომ რონალდუ ძალიან გაბრაზებული იყო სკამზე ყოფნის გამო, რაც ოტავიომ უარყო.

"იცით, რა გააკეთა რონალდუმ პირველ რიგში, როცა გაიგო, რომ ძირითადში არ იქნებოდა? ის გონსალოსთან მივიდა და რჩევები მისცა.
რონალდუმ ყველა ფეხბურთელი გაამხნევა, ის ჩვენი ლიდერია", - განაცხადა პორტუგალიელმა მოთამაშემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი