ფინალში დამარცხდა - ეკატერინე გორგოძემ ლოპოტას ტურნირი ამერიკელთან წააგო » სპორტის ხაზი

ფინალში დამარცხდა - ეკატერინე გორგოძემ ლოპოტას ტურნირი ამერიკელთან წააგო

ფინალში დამარცხდა - ეკატერინე გორგოძემ ლოპოტას ტურნირი ამერიკელთან წააგო
დღეს, 17:29
Aa Aa
გაზიარება:

ლოპოტას კურორტზე გამართული ქალთა საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირი წარმატებით დასრულდა. ტიტული ამერიკელმა ჩოგბურთელმა ქეროლ ლიმ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ქართველი ეკატერინე გორგოძე სამ სეტში დაამარცხა – 6:7, 7:6, 6:4.

მიუხედავად იმისა, რომ გორგოძემ შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყო და პირველი სეტი საკუთარ აქტივში ჩაიწერა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც ამერიკელ სპორტსმენს დარჩა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 557-ე პოზიციაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ გორგოძეს ეს ტურნირი წინა კვირაში ჰქონდა მოგებული და ახლა ფინალში გასვლაც შეძლო. რაც შეეხება მამაკაცთა ჩელენჯერს, იგი ხვალიდან თბილისში დაიწყება და მასში საქართველოს ნაკრების წევრებიც იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ ალექსანდრე მეტრეველი ვერ მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი