ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის კენჭისყრა - საქართველოს შესაძლო მეტოქეები » სპორტის ხაზი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის კენჭისყრა - საქართველოს შესაძლო მეტოქეები

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის კენჭისყრა - საქართველოს შესაძლო მეტოქეები
9-10-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები შეიტყობს თავის ჯგუფს და გუნდებს, ვის წინააღმდეგაც მოუწევს თამაში ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.

კალათები ასე არის გადანაწილებული:

ერთა ლიგის კალათა: ნიდერლანდები, ხორვატია, ესპანეთი, იტალია

პირველი კალათა: დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი, შვეიცარია, პოლონეთი

მეორე კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი

მესამე კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი

მეოთხე კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები, ჩრდილოეთ მაკედონია

მეხუთე კალათა: სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, კიპროსი, ბელარუსი, ლიტვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა

მეექვსე კალათა: ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტეინი

53 ევროპული ნაკრები შვიდ სხვადასხვა კალათაში იქნება გადანაწილებული, 2022/23 წლის ერთა ლიგაზე მიღწეული შედეგების შესაბამისად.

ერთა ლიგის ოთხი ნახევარფინალისტი : ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები და ხორვატია ცალკე კალათაში მოხვდებიან ( "ერთა ლიგის კალათა") და A-D ჯგუფებში გადანაწილდებიან.

ასევე გეო-პოლიტიკური მიზეზების გამო, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან : ესპანეთი და გიბრალტარი; სომხეთი და აზერბაიჯანი; ბელარუსი და უკრაინა; კოსოვო და ბოსნია; კოსოვო და სერბეთი.

ასევე, აკრძალულია ჯგუფში ორი ისეთი ნაკრების მოხვედრა, სადაც ცივი ზამთარია მოსალოდნელი: ბელარუსი, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი