24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ზაფხულში ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მაშინ პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფის შემდეგ, პირველად გამოჩნდა საჯაროდ მისი შეყვარებული მარიამ კეკუა. გოგონამ სპორტსმენს ჯერ კიდევ 26 ივლისს დაბადების დღეზე ჩააკითხა.
"ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა პირადზე არ ვაპირებ საუბარს. თუმცა, ჩემი გული თავისუფალი არ არის... რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობას, ჩემთვის სამი რამ არის მთავარი, ეს არის ერთგულება, პატივისცემა და ნდობა. ნდობა თუ არ არის ურთიერთობაში, ურთიერთობას აზრი არ აქვს" - ამბობს მარიამი.
წყვილზე ინფორმაცია 2 წლის წინ გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებდნენ, ბექაური არასდროს საუბრობდა მედიასთან პირად ცხოვრებაზე.