ესტონეთში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველმა ნინო ლოლაძემ ქვეყანას მედალი მოუტანა.
ნინო ლოლაძე 57კგ წონით კატეგორიაში გამოდის, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გასვლა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
ლოლაძემ ფინალამდე 4 მეტოქის გავლა მოახერხა, უკანასკნელ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან დამარცხდა.