"პენალტი კვარას უნდა დაერტყა, პენალტებს ის ასრულებს" - სპალეტის კომენტარი "სამპდორიასთან" მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"პენალტი კვარას უნდა დაერტყა, პენალტებს ის ასრულებს" - სპალეტის კომენტარი "სამპდორიასთან" მატჩის შემდეგ

"პენალტი კვარას უნდა დაერტყა, პენალტებს ის ასრულებს" - სპალეტის კომენტარი "სამპდორიასთან" მატჩის შემდეგ
8-01-2023, 23:54
Aa Aa
გაზიარება:

ერია A-ს მე-17 ტურში 'ნაპოლი' 'სამპდორიას' დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.

"მე დავინახე გუნდი, რომელმაც იცოდა თუ რა გაეკეთებინა. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი შეხვედრა იყო, თუმცა გუნდმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა.

პენალტები? - ჩვენ ძალიან ორგანიზებულები ვართ. ორივე შემთხვევაში მე გადავწყვიტე თუ ვის უნდა დაერტყა პენალტი, თუმცა ფეხბურთელებმა არჩევანი თვითონ შეცვალეს."
- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

გეტყვით იმასაც, რომ სპალეტის ბიჭები სერია A-ს 44 ქულით ლიდერობენ. მეორეადგილოსან 'მილანთან' სხვაობა კი 7 ქულაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი