ქართველმა მოჭიდავემ, გოდერძი ძებისაშვილმაა 65კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადაზე პირველივე ორთაბრძოლა წააგო.
ძებისაშვილი სომეხ მეტოქესთან, ვაზგენ ტევანიანთან უშანსოდ დამარცხდა. სომეხი ქართველზე მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინირებდა და დამსახურებულადაც მოიგო.
საბოლოო ანგარიში სომეხის სასარგებლოდ დაფიქსირდა. ვაზგენ ტევანიანმა გოდერძი ძებისაშვილი 11:0 დაამარცხა.
თუ ტევანიანი ფინალში გავა, მაშინ ძებისაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.