მოგეხსენებათ, სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ილია სულამანიძემ პირველ შეხვედრაში იტალიელი მეტქოე იპონით დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
ოლიმპიადის 1/2 ფინალურ ეტაპზე კი ქართველმა ოლიმპიადის მოქმედ ჩემპიონს იაპონელ აარონ ვულფს სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალში გასასვლელად, ახალგაზრდა ძიუდოისტს შვეიცარიელი დანიელ აიხის დამარცხება მოუწევს, რომელთანაც შეხვედრა ოლიმპიადის საიტის მტკიცებით, 18:12 საათზე გაიმართება.