ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
"მინდა, ძალიან მაგარი გაგიზიაროთ, ახლა ვვარჯიშობდი დარბაზში და შუა ვარჯიშის დროს, მოვიდა ორი ძალიან მაგარი ბიჭი და მეუბნებიან ასეთ რაღაცას: რამდენიმე წლის წინ, გორში რომ გავხსენი გალფთან ერთად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის მოედანი, მაშინ პირველად ჰქონდათ შეხება კალათბურთთან და მაგის მერე, როგორც თვითონ ამბობენ, მოწამლულები არიან კალათბურთით და უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი რაღაც გავიგე.
ასეთი ისტორიები რომ გესმის, ძალიან ბედნიერი ხარ და უფრო მეტი რამის გაკეთება გინდა", - ამბობს ფაჩულია.