"კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდში პენალტი დასანიშნი იყო" - ყოფილი იტალიელი მსაჯი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდში პენალტი დასანიშნი იყო" - ყოფილი იტალიელი მსაჯი

"კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდში პენალტი დასანიშნი იყო" - ყოფილი იტალიელი მსაჯი
2-11-2022, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილი იტალიელი მსაჯი, გრაციანო ჩეზარი, რომელიც ახლა Mediaset Infinity-ს საფეხბურთო ექსპერტია ამტკიცებს, რომ გუშინდელ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "ლივერპული" და "ნაპოლი" უპირისპირდებოდნენ, მერსესაიდელთა მცველი, კერძოდ იბრაჰიმა კონატე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გამოჩენილი ქმედებისთვის უნდა დასჯილიყო და თერთმეტმეტრიანი დანიშნულიყო:

"მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, რადგან კონატეს მხარზე არ უთამაშია, ის კვარაცხელიას ზურგზე შეეხო. კვარა წინ ძალიან სწრაფად მიიწევდა და ის თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ვფიქრობ, ამ ეპიზოდზე მატჩის მთავარ არბიტრს, ტობიას შტილერს მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა და საქმეში VAR-იც უნდა ჩართულიყო." - ამბობს გრაციანო ჩეზარი.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად გუშინდელი "ნაპოლის" მარცხისა, იტალიურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპი მაინც პირველი ადგილით დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი