ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

თბილისის სპორტის სასახლის სალაროები 27 ივნისს გაიხსნება

2018-06-26 17:50

საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თბილისის სპორტის სასახლის სალაროებში ხვალიდან, 27 ივნიდან დაიწყება. სალაროები 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.  

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში დასკვნით მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთთან და ავსტრიასთან ჩაატარებს.

პირველი ეტაპის დასაძლევად საქართველო საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეს, რისთვისაც ჩვენ ქვეყანას მცირედი აკლია. ჯგუფის აუტსაიდერი ავსტრია ილიას ზუროსის გუნდმა გასულ თებერვალს ვენაში დაამარცხა.  საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარაში კი საქართველო სერბეთს 29 ივნისს, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. 

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს  თამაშამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე მოვიდნენ. მაყურებელს დარბაზში შესვლა (Gate Open) 17:30 საათიდან შეეძლება.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 

კალათბურთი
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2269 40.1%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 273 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5744
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908