ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

გილოცავთ ! - ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის დამარცხება შეძლეს 39:31

2018-06-17 17:58

 საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეცხრე ადგილისთვის გამართული ფინალურ შეხვედრაში, შოტლანდიას 39:31 მოუგო.

 ანგარიში მე-2 წუთზე ლუკა ჯაფარიძის ლელოთი გაიხსნა. ქართველებმა აუტი მოაწოდეს, რის შემდეგაც ქართველებმა მოლი ააგორეს და ჯაფარიძის გაჩერება ვერავინ მოახერხა. შოტლანდიამ ხუთ წუთში სმიტის ლელოთი გაათანაბრა. მე-13 წუთზე მსაჯმა ორი მორაგბე გაასინბინა - შოტლანდიელთა მხრიდან გრეჰემი, ხოლო ქართველთა მხრიდან აფრასიძე.

 მე-14 წუთზე ტროტერმა ლელო დადო, რომელიც ჩეპმენმა გარდასახა. საქართველომ კოტე მარჯანიშვილის ბრწყინვალე ლელოთი გაათანაბრა - თედო აბჟანდაძემ კი ურთულესი სიტუაციიდან მოახერხა გარდასახვის გატანა.

 ტაიმის ბოლოს ტროტერმა კიდევ ერთი ლელო დადო, ჩეპმენი გარდასახვის დროს ზუსტი იყო - შოტლანდიელებმა პირველი ტაიმი 19:12 მოიგეს.

 უმცროსმა ''ბორჯღალოსნებმა'' მეორე ტაიმში საოცარად ითამაშეს. ქართველებმა შოტლანდიას სამი ლელო დაუდეს : თენგიზ გიგოლაშვილმა, გურამ გოგიჩაშვილმა და კოტე მარჯანიშვილმა შეძლეს ლელოების დადება. საოცარი იყო თედო აბჟანდაძე, რომელმაც 4 გარდასხვა და 2 ჯარიმა გაიტანა. თედო აბჟანდაძემ ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანა, რითიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2277 40.1%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5721
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908