ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ატლანტიკის დივიზიონში გორის გუნდები ლიდერობენ

2018-06-14 16:58

 საქართველოს მთელი მასშტაბით მიმდინარე ჟუნიორ NBA-GBF ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი რამდენიმე დღეში დასრულდება. ახლა გაგაცნობთ გორში მიმდინარე ატლანტიკის დივიზიონში დაფიქსირებულ შედეგებს, სადაც გუშინ პირველი წრე დასრულდა.

 

 აღნიშნულ დივიზიონში თამაშები მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობს. 4-დან ოთხივე გამარჯვებით პირველ ადგილზეა გორის პირველი გუნდი, რომელიც “ნიუ იორკ ნიკსის” სახელით ასპარეზობს. მეორე ადგილზეა 4 მატჩიდან 1 წაგების მქონე გორის მეორე გუნდი – “ტორონტო რეპტორსი”.

 შემდეგ მოდის კასპის “ბოსტონ სელტიქსი” 2-2 მოგება-წაგებით. აუტსაიდერთა შორის არიან ხაშურის 2 გუნდი – “ბრუკლინ ნეთსი” და გოგონებისგან შემდგარი “ფილადელფია სიქსერსი”. 
გორის დივიზიონში მეორე წრის თამაშები დღეიდან გაგრძელდება.

 

 შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში თითო კონფერენციიდან 8-8 საუკეთესო გუნდი გავა. კონფერენციები კი ასეა განაწილებული:

 

 ერთ მხარეს არიან თელავის, რუსთავის და თბილისის დივიზიონები, ხოლო მეორე კონფერენციაში გორის, ქუთაისისა და ბათუმის დივიზიონები. თითო დივიზიონიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გავა, რომლებსაც 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. პლეი ოფში გუნდები ნბა-ს ანალოგიურად დაწყვილდებიან. 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2283 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5699
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908