ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ბრავო ! - გელა აფრასიძემ ბოლო წუთზე იაპონიას ლელო დაუდო და ისტორიული გამარჯვება მოგვიტანა

2018-06-12 22:59

 საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრა გამართა. ბორჯღალოსნები მეცხრე-მეთორემეტე ადგილებისთვის გამართულ ნახევარფინალში იაპონიას დაუპირისპირდნენ.

 იაპონელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მე-5 წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ზუსტად 2 წუთში, იაპონელებმა ლელოს დადება შეძლეს - იშიდას დადებული ლელო მორიმ გარდასახა.

 საქართველომ მალევე გაათანაბრა - ლუკა ჯაფარიძის შეჩერება მე-12 წუთზე ვერავინ მოახერხა, გელა აფრასიძემ კი გარდასახვა გამოიყენა.

 მე-20 წუთზე მორიმ ჯარიმა გაიტანა და იაპონია ისევ დააწინაურა. ათ წუთში კი იაპონელებმა მორიგი ლელო დადეს. ვაილეას ლელო მორიმ ისევ ზუსტად გარდასახა - 17:7.

 შესვენებამდე 3 წუთით ადრე, დემურ თაფლაძემ ბრწყინვალე რეიდი განახორციელა და ლელო დადო. თაფლაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ლელო დადო. სამწუხაროდ, გელა აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა და იაპონიამ პირველი ტაიმი 17:12 მოიგო.

 მეორე ტაიმი იაპონიამ სწრაფი ლელოთი დაიწყო. იამასავამ ბრწყინვალედ ითამაშა და საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი მესამედ დაამიწა.

 71-ე წუთზე დემურ თაფლაძემ ტურნირზე მესამე ლელოს დადება მოახერხა, აფრასიძე გარდასახვის დროს ზუსტი იყო.

 მატჩის ბოლო წუთზე გელა აფრასიძემ გამარჯვების ლელოს დადება შეძლო, რითიც საქართველომ, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, მეორე მატჩის მოგება მოახერხა. ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრაში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.

წყარო : popsport.com


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2267 40.1%
კალათბურთზე 632 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 272 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 108 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5682
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908