ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ქართველი გოგონების მიზანი პირველი ადგილის დაკავება და მეორე დივიზიონში აღზევებაა!

2018-05-17 13:25

 საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს გამთენიისას საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც ერთი კვირა დარჩება და ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 

 

 პირველი ნანსის ტურნირია, რომელიც 19-20 მაისს გაიმართება და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გოგონების მეტოქეები სამხრეთ აფრიკული "დელტადრონი", შვედური "სუედ ბლეუ" და ფრანგული "პერიგო" იქნებიან. 

 

 პარიზის ტურნირი 22-23 მაისსაა და მისი განრიგი ჯერჯერობით უცნობია. 

 

 საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კონფერენც დივიზიონისთვის ემზადება, რომელსაც 8-9 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჩვენი გოგონების მიზანი პირველი ადგილის დაკავება და მეორე დივიზიონში აღზევებაა. 

 

 საფრანგეთში ჯაბა მალაღურაძეს 14 მოთამაშე მიყავს: თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარიშვილი, მარიამ გოგუაძე, თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, ლოსანა ფოლადაშვილი, ნათია გავაშელიშვილი.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2267 40.1%
კალათბურთზე 632 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 272 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 108 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5416
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908