ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

" მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი აარიდა ამ უკანონობას ! " - ზურაბ ზვიადაურმა განცხადება გააკეთა

2018-05-14 13:57

 ცნობილი ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სოციალური ქსელის საშუალებით აკეთებს განცხადებას, რომელსაც სრულად და შესწორებების გარეშე გთავაზობთ.

 ”დავრწმუნდი რომ დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია იმ სპორტის სახეობა, რომელიც ნომერი პირველი იყო საქართველოში! სამწუხაროა, რომ ვისავ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, რომ სპორტის ეს სახეობა არ განადგურებულიყო, არჩია ჯანსაღი სპორტის და სპორტსმენების დაშლა!!!! მადლობა თქვენ ბიჭებო! სიამაყეებო საქართველოსი!

 მაგრამ მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი აარიდა ამ უკანონობას! მეტი რაღანაირად უნდა თქვან ბიჭებმა სათქმელი, რომ ყურადგება მიაქციონ მათაც! ალბათ ყველა გულშემატკივარი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე რომ მივიპყროთ ყურადღება?! დარწმუნებული ვარ, ერთ ქევხიშვილს გადააყოლებთ ამ ბიჭებს, რადგან ინტერესი დიდია ალბათ, ვიდრე იმ ბიჭებისა, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ შრომაში! ტანჯვაში! რის ფასად აღარ უჯდებათ ის, რომ ასახელონ ქვეყანა! მაგრააააააამ!!!!!! სად არის სამართალი! სირცხვილია, რომ ვიღაცეების ინტერესს გადაყვეს ძიუდოს ეროვნული ნაკრები.”

1tv.ge


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2269 40.1%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 273 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5390
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908