ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

რა თანხა გამოიმუშავა თორნიკე შენგელიამ NBA - ში ყოფნის დროს ? - იხილეთ ოფიციალური მონაცემები

2018-05-08 18:58

 მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერა ვერ აეწყო, მან მაინც სოლიდური თანხა გამოიმუშავა. შენგელია ძირითადად სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა და რამდენიმე წუთით თამაშის უფლება იშვიათად ეძლეოდა.

  შენგელიას პირველი კლუბი ბურკლინ "ნეთსი" იყო, სადაც მან ერთი სეზონის მანძილზე გასამრჯელოს სახით $473,604 მიიღო. რაც შეეხება "ხარებში" ყოფნის პერიოდს, "ბულზსმა" თორნიკეს $788,872 გადაუხადა. მოგეხსენებათ, რომ "ნეთსმა" თოკო "ბულზსში" გაცვალა და შესაბამისად კონტრაქტიც ორივე კლუბზე თანაბრად გადანაწილდა.

 ჯამში ქართველმა კალათბურთელმა $1,262,476 მიიღო, რაც დამეთანხმებით რომ მშვენიერი მაჩვენებელია. ( ორი წლის მაჩვენებელი ) 

 თორნიკე ბოლოს NBA - ში 2014/2015 წლებში ასპარეზობდა. იმედია შენგელიას კვლავ ვიხილავთ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და რომელიმე გუნდთან მრავალწლიან, უფრო სოლიდურ კონტრაქტსაც გააფორმებს.

 შეგახსენებთ, რომ თოკო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა და დიდი ალბათობით ზაფხულში კვლავ ამერიკაში წავა სათამაშოდ, უფრო გამოცდილი და უფრო დაღვინებული !

 

esport.ge


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2267 40.1%
კალათბურთზე 632 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 272 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 108 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5359
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908