ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

„ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო! ფურთხის ღირსი ხართ ყველანი, ვინც ... " – ჭრიკიშვილის მეუღლის განცხადება

2018-05-05 12:18

 „ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო! ამდენი ხანი ასე უანგაროდ რომ გემსახურებოდნენ შენი ერთგული შვილები. და ფურთხის ღირსი ხართ ყველანი, ვინც ამ დიდებულ ადამიანებს ასე სამარცხვინოდ მოიხსენიებთ.” – ამ კომენტარით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე, თამუნა გვენეტაძე იმ ადამიანებს პასუხს, ვინც ძიუდოისტთა ნაკრების წევრები გააკრიტიკა.

 

 მოგეხსენებათ, რომ ძიუდოისტები გაიფიცნენ და იქამდე არ ივარჯიშებენ სანამ ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

 

 მისი თქმით, წლების განმავლობაში ქვეყანამ ბევრი ქულა დაიწერა, მაღალჩინოსმებმა – ბევრი ფული, ხოლო სპორტსმენებს ფურთხი და დაუფასებლობა ერგოთ.

„რამდენიმე ხნის წინ ნაკრების კაპიტნის მიერ გაკეთებულ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა გულშემატკივრებსა და ვაი-ქართველებს შორის.

 სამარცხვინო რეალობის გამოაშკარავება, რატომღაც, საბოტაჟად, კარგად დადგმულ სპექტაკლად, ძალით დამარცხებად და ღალატად შერაცხეს ძიუდოს ვაი-ექსპერტებმა და იმ შვილებს უწოდეს სამარცხვინო მოღალატეები, რომლებიც წლების მანძილზე აფრიალებდნენ საქართველოს დროშას საერთაშორისო ასპარეზზე.

 ქვეყანამ ბევრი ქულა დაიწერა, მაღალჩინოსნებმა “ბევრი ფული”, სპორტსმენები კი ფურთხსდაუფასებლობას და მოღალატის სტატუსს დასჯერდნენ.

 მერე რა, თუ ლოგინი ფეხებით გაივსო და სპორტსმენს აღარ უნდა მსგავს პირობებში ასპარეზობა? ან რომელ პირობებზეა საუბარი, როდესაც ფედერაციასა და მოჭიდავეს შორის კომუნიკაცია არის 0.

 სპორტსმენი მაინც უნდა წავიდეს საკუთარი სახსრებით ტურნირზე საასპარეზოდ, ჩამოიტანოს მედალი, აფრიალოსმერე ფედერაციამ, როგორი წარმატებულები არიან, როგორი რეფორმატორები და დაიწერონ ქულები.

 და თუ კარიერის მიწურულს, ავთოსნაირი “ჩამოწერილი”, “ვეტერანი” სპორტსმენი ხმას ამოიღებს და ბიჭებს მხარდაჭერას გამოუცხადებს, ის მოღალატეა, როგორც ყველა დანარჩენი.

 ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო! ამდენი ხანი ასე უანგაროდ რომ გემსახურებოდნენ შენი ერთგული შვილები. და ფურთხის ღირსი ხართ ყველანი, ვინც ამ დიდებულ ადამიანებს ასე სამარცხვინოდ მოიხსენიებთ.

ჩემი პატივისცემა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს!

ჩემი პატივისცემა თოთოეულ მათგანს!

და სირცხვილი თქვენ ბიჭებო, ამდენ ხანს რომ არ ამოიღეთ ხმა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

“ჩვილი აკვანში რომ მოგეკლათ” დღეს თქვენ აღარ შეგრაცხავდნენ მოღალატეებად ძიუდოს უნამუსო ვაი-ექსპერტები!” – წერს თამუნა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2278 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5325
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908