ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ძალიან მაგარი ამბავი ქართველებისთვის!

2018-04-30 12:45

 “ბასკონიას” ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიას ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის უძვირფასეს (MVP) მოთამაშედ აღიარეს, რაც მისი ბრწყინვალე ასპარეზობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი გახლდათ.

 შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენებურის გუნდმა “მურსიას” 87:85 სძლია, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 29:26 წუთში 28 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
 
 

 თოკომ 10-დამ 9 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 9-ჯერ დაჯარიმდნენ.
 

 შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, მასთან მიახლოებაც კი ვერავინ შესძლო. აღსანიშნავია, რომ თორნიკე ესპანურ ლიგაში ტურის საუკეთესოდ მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დაასახელეს, ქულებისა და სარგებლიანობის მაჩვენებლის მიხედვით კი, მან პირადსარეკორდო ციფრები დააფიქსირა.

 აქამდე, შენგელიას ყველაზე მეტი – 25 ქულა 2014-15 წლების სეზონში “გრან კანარიასთან” და “ტენერიფესთან” მატჩებში ჰქონდა ჩაგდებული, სარგებლიანობის კოეფიციენტის (35) მიხედვით კი, საუკეთესო იმავე ტენერიფელებთან ჩატარებული შეხვედრა იყო, ოღონდ, მიმდინარე სეზონში.

 ტრიუმფალური მატჩის შემდეგ, ქართველმა ლეგიონერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ევროლიგის ბატალიების მერე მხოლოდ 2 დღე გავიდა და რთულ მეტოქესთან დიდი ბრძოლა გადაგვხდა. კარგია, რომ მატჩის მოგება მოვახერხეთ და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი შევინარჩუნეთ.

 ვამაყობ ჩემი გუნდით და მადლობას ვუხდი ბიჭებს, რომლებიც შედეგიან თამაშში ძალიან დამეხმარენ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველაფერი გამომივიდა და რაც მთავარია, ამან სასურველი შედეგის დაფიქსირების საშუალება მოგვცა.

 კარგი იქნება, თუკი სასურველ ფორმას შევინარჩუნებთ და საპლეიფო მატჩებს მომზადებულნი შევხვდებით”.

 შეგახსენებთ, რომ “ბასკონიამ” 21 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი 3 მაისს მადრიდში, ლიდერ “რეალის” (26 გამარჯვება) წინააღმდეგ ჩაატარებს.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2067 38.7%
კალათბურთზე 614 11.5%
რაგბიზე 1389 26%
ხელბურთზე 110 2.1%
ჭიდაობაზე 250 4.7%
ავტო-მოტოზე 63 1.2%
ჩოგბურთზე 748 14%
სხვა სახეობებზე 95 1.8%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5272
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908