ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

მერაბ დვალიშვილს შანსი მისცეს | UFC - მ შეცდომა აღიარა

2018-04-22 15:51

 ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ეგიდით მორიგი ბრძოლა გამართა. დვალიშვილი პირველ ბრძოლაში ფრენკი საენცთან დამარცხდა. მეორე შეხვედრაში მისი მეტოქე რიკი საიმონი იყო, რომელსაც  UFC-ში დებიუტი ჰქონდა.

 

 დვალიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. მან ორი რაუნდი ბრწყინვალედ იჩხუბა, მაგრამ მესამე რაუნდში კი შეცდომა დაუშვა და საიმონმა იგი შებოჭა. ეს იყო 40 წამი გილიოტინის ქვეშ, რომელსაც მერაბ დვალიშვილმა გაუძლო. ქართველი მებრძოლი არ დანებდა და ხელი არ დაარტყა.

 

 მსაჯის გადაწყვეტილებით, მეტოქემ დვალიშვილი დააძინა. საიმონს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაუთვალეს აქტივში. არადა, შებოჭვის დროს, მერაბი წამითაც არ მოდუნებულა, ის თავის დაძვრენას ცდილობდა და ხელ-ფეხს ენერგიულად ამოძრავებდა.

 

 სამწუხაროდ, მსაჯების გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ მოახდინა ზეგავლენა დვალიშვილის ბრძოლის შედეგზე. მერაბი UFC-ის ეგიდით გამართული ორი ბრძოლიდან ორივეში დამარცხდა.

 

 UFC–ის ხელმძღვანელებმა კი მოგვიანებით  მსაჯების შეცდომა აღიარეს – მერაბ დვალიშვილს რიკი საიმონის წინააღმდეგ რევანშის შანსი ექნება

 

 აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ ეს ბრძოლა დღის საუკეთესო დაპირისპირებად მონათლა.


 დვალიშვილს ბონუსის სახით 50 000 დოლარი გადასცეს, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა.

 



 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2267 40.1%
კალათბურთზე 632 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 272 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 108 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5185
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908