ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ნახეთ რა პროექტს ამზადებენ რუსები, რომელშიც ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას

2018-04-22 12:22

 რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ მოიწონა რაგბიში ღია კონტინენტური ლიგის შექმნის იდეა, რომელშიც ქვეყნის უძლიერეს კლუბებთან ერთად, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის კლუბების მიწვევა იგეგმება. 

 

 ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ იგორ არტემიევმა განაცხადა : 


"ჩვენ განვიხილავთ პროექტს, რომელიც КХЛ-ის (კონტინენტური ჰოკეის ლიგა) ან ვითიბი ლიგის (კალათბურთი) მსგავსი ტურნირის რაგბიში გამართვას ითვალისწინებს. საკლუბო დონეზე გვსურს მოვიწვიოთ გუნდები საქართველოდან, რუმინეთიდან. ჯამში - დაახლოებით ათი ქვეყნიდან. ახლა ვიწყებთ წესდებასა და ფინანსების მოძიებაზე მუშაობას", - თქვა არტემიევმა ჟურნალისტებთან. 


 მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით ორი წელი და 10-12 მილიონი ევრო იქნება საჭირო. ჯერ-ჯერობით უცნობია ქართული კლუბების პოზიცია რუსების ინიციატივასთან დაკავშირებით. ამჟამად რუსულ კლუბებში "ბორჯღალოსნების" არა ერთი მორაგბე ასპარეზობს. 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2278 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5180
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908