ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ზაზა ფაჩულია: “როგორც პროფესიონალს მოთმენის უნარის ქონაც აუცილებლად მესაჭიეროება"

2018-03-13 14:58

 “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ბოლო მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა სათამაშო დროც შეუმცირა, თუმცა, “მინესოტასთან” დაპირისპირებისას ქართველ მეფარეს 25 წუთი დაეთმო და მანაც საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა - 25 წუთში 16 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი, ერთი ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და ბურთი არ დაუკარგავს.

 

 “ყოველთვის რთულია, როცა არ იცი, გათამაშებენ თუ არა. ამის მიუხედავად, ყოველწამიერად მზად უნდა იყო. ახლა ჩემი უმთავრესი საფიქრალი სათანადო ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში ყოფნაა.

 როგორც პროფესიონალს მოთმენის უნარის ქონაც აუცილებლად მესაჭიეროება. კალათბურთელმა არასდროს უნდა დაივიწყოს, უმთავრესი ყოველთვის მის ხელთ რომაა და საკუთარ შანსს მოთმინებით ელოდოს”, - ამბობს ფაჩულია.

 

 ზაზა კარგ ასპარეზობას ოკლენდელ “მეომართა” დამრიგებელი კერიც გამოეხმაურა და განაცხადა, ზაზას მაღალ დონეზე თამაში სულაც არ გამკვირვებიაო.

 “ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფაჩულია რთულ ფსიქოლოგიურ ვითარებაში იყო, მაგრამ არათუ ხელები ჩამოუშვია, უფრო მეტი მონდომებით შრომა განაგრძო”, - დასძენს კერი.

 

 “გოლდენ სტეიტმა” პლეი ოფის საგზური გაინაღდა, 15 მარტს კი საშინაო Oracle Arena-ზე “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უმასპინძლებს.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2278 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4645
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908