ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

,,ბათუმმა’’ მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხა

2018-03-12 21:22

 საქართველოს  ვაჟ  კალათბურთელთა  ეროვნული  ჩემპიონატის  22-ე  ტური,  სატურნირო  ცხრილში  ერთმანეთის  მეზობლად  მყოფი  ,,ბათუმისა’’  და  ,,ოლიმპის’’  მატჩით  დასრულდა.


 ეს  გუნდები  პლეოფში  მოხვედრის  პრეტენზიას  აცხადებენ  და  აღნიშნულიდან  გამომდინარე,  ამ  მატჩის  შედეგს  უაღრესად  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა  ორივე  გუნდისათვის.


 უაღრესად  დაძაბული  ბრძოლის  შემდეგ   ზღვისპირელებმა  82:78  შეძლეს  მეტოქის  დამარცხება  და  პლეი  ოფში,  ანუ  პირველ  ოთხეულში  მოხვედრის  შანსი  გაიუმჯობესეს.


 გარდამავალი  უპირატესობით  მიმდინარე  პირველი  ტაიმი  ფრედ-41:41  დასრულდა.


 მესამე  მეოთხედის  დასრულების  შემდეგ  სტუმრები ორი  ქულით  დაწინაურდნენ.  გადამწყვეტი  აღმოჩნდა  ბოლო,  მეოთხე  მეოთხედი.  დროის  ამ  მონაკვეთში  ,,ბათუმმა’’  არა  მარტო  გაათანაბრა  ანგარიში,  არამედ  წინ  გასვლაც  მოახერხა  და  მნიშვნელოვანი  გამარჯვება  მოიპოვა.


 ყველაზე  შედეგიანი  ,,ოლიმპის’’  გამთამაშებელი  გივი  ბაქრაძე  იყო,  რომლის  ანგარიშზეც  19  ქულა  და  9  მოხსნაა.  მასპინძელთა  შორის  ყველაზე მეტი  16  ქულა  სპენსერ  კოლინსმა  დააგროვა.


სატურნირო  მდგომარეობ ა  22  ტურის  შედეგ:


1.ქუთაისი  21  17  4  38

2. დინამო  21  14  7  35

3. რუსთვი  21  14  7  35

4. კაკტუსი  22  13  9  35

5. ბათუმი  22 12 10  34

6. ოლიმპი         21  12  9  33

7. მგზავრები    21  7  14  28

8. დელტა          21  6  15  27

9. სოხუმი          22  1  21  23


23-ე  ტურის  შეხვედრათა  განრიგი:


,,დელტა’’- ,,ბატუმი’’          13.45

,,სოხუმი’’ - ,,რუსთავი’’      16.00

,,მგზავრები’’ - ,,ქუთაისი’’ 18.00

,,ოლიმპი’’ - ,,დინამო’’         20.00

,,კაკტუსი’’  ისვენებს


როლანდ  ლაბუჩიძე

 

 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2267 40.1%
კალათბურთზე 632 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 272 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 108 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4629
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908