ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

თავაქარაშვილის ესპანური ცხოვრება და სანაკრებო დიდი მიზნები

2018-03-11 14:27

 

 Sportline.ge ვოვა თავაქარაშვილს დაუკავშირდა. თავაქარაშვილი პერსპექტიული კალათბურთელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის ამჟამად კვლავ ესპანეთში თამაშობს. ვოვამ მის კარიერაში სიახლეებზე თავად მოგვიყვა :

 

 

 " მე ისევ ესპანეთში ვთამაშობ უკვე 2 წელია, ოღონდ ამჯერად გუნდი შევიცვალე და მას CB Hospitalet ჰქვია. ეს გუნდი და ალაქი არის კატალუნიაში და მიწევს უკვე კატალუნიის ლიგის თამაში, რომელიც ძალიან განსხვავდება წინა წელს სადაც ვთამაშობდი იმ ლიგას. ის კატალუნიის ლიგაში ყველა მაღალი დონის გუნდია. მიწევს თამაში U16 და U18  წლის გუნდში. ორივე გუნდში კარგად ვასპარეზობ მაგრამ განსაკუთრებით მაინც ჩემ ტოლებში U16 - ში საუკეთესო მაჩვენებლები მაქვს და გუნდიც 3 ადგილზეა ცხრილში,  რაც იმის შაშუალებას მაძლევს რომ ვითამაშო შემდეგში საფინალო თამაშები, რათა გავიდეთ ესპანეთის ჩემპიონატზე, სადაც სხვა რეგიონის ძლიერი გუნდები იქნებიან. ვვარჯიშობ დღეში 2 - ჯერ და პლიუს ამას ვსწავლობ სკოლაშიც. ენა უკვე ავითვისე. ესპანური კარგად, ახლა კუთხური ენის, კატალუნიურის სწავლას შევუდექი. ამჟამად საქართველოში ვიმყოფები რათა გავაკეთო ვიზა და დავბრუნდე ესპანეთში რაც შეილება მალე. მანამდე კი საკართელოში ვვარჯიშობ ყოველ დღე და პარალერულად ვთამაშობ დინამოს U16 გუნდთან და U18 გორის გუნდთან ერთადაც.

 




 ხოლო რაც შეეხება ნაკრებს,  ჩვენ გამოვდივართ U18 საკართველოს ემპიონატში. და ბოლოს მაინც ყველაზე მთავარია ზაფხულში A დივიზიონის ჩემპიონატი.კარგად მახსოვს მეც მონაწილე ვიყავი ამ ისტორიის,  როცა ჩვენ დავწერეთ წინა U16 -  მა 2001 იანებმა,მაგრამ უფრო გავიხარებთ  თუ ჩვენ მოვახერხებთ და ისტორიას კიდე შევმატებთ ჩვენ სახელებს. აქამდე არცერთ გუნდს არ აქვს A დივიზიონში თამაში მოგებული როგორც ვიცი და არც დარჩენილი ყოფილა. ასევე შევეცდებით რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ბიჭებისთვის, 2003 იანებისთვის,  რათა მაგათაც მიეცეთ შანსი რომ ითამაშონ A დივიზიონი. " 

 


 


 

ავტორი : ლევან ენუქიძე

 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2283 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4605
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908