ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

გილოცავთ ! საქართველომ რუსეთის ნაკრები დაამარცხა

2018-03-10 17:56

 საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატში მეოთხე მატჩი რუსეთის ნაკრებთან სტუმრად ყუბანში ჩაატარა და პრემიალური ქულით, ანგარიშით 29:9 გაიმარჯვა. 

 ყუბანის თითქმის ცარიელ სტადიონზე, სადაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები უფრო მრავლად ჩანდნენ, შეხვედრა ავდარში წარიმართა და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა, განსაკუთრებით კი - ბორჯღალოსნების. პირველ ტაიმში მასპინძლები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტად ფლობდნენ ბურთს და შესვენებაზეც ანგარიშში უპირატესობით გავიდნენ - 9:7. 

 რუსებს პირველ ტაიმში ქულები კაპიტანმა იური კუშნარიოვმა მოუტანა, რომელმაც სამივე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ბორჯღალოსნებმა ლელო 25-ე წუთზე, აუტის მოწოდების შემდეგ, მოლით დადეს. ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ანტონ ფეიქრიშვილმა დაამიწა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახა. 

 შესვენების შემდეგ ამინდი გაუარესდა - წვიმას სეტყვაც დაერთო, ბორჯღალოსნების თამაში კი გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, მეორე ტაიმში ყუბანის სტადიონზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა...

 49-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ანგარიშში საქართველოს ნაკრების დაწინაურება მოახერხა, 67-ეზე კი გიორგი ნემსაძემ, პირველის ანალოგიური ლელო დადო - დერეფნისა და მოლის შემდეგ. სოსომ აქაც გარდასახა.

 ქართველების მესამე ლელოც მოლს მოჰყვა - 73-ე წუთზე რუსთა ჩათვლის მოედანში ბურთი მიხეილ გაჩეჩილაძემ დაამიწა, მათიაშვილის გარდასახვა კი კვლავ ზუსტი იყო. 

 თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ბორჯღალოსნების მორიგი იერიში ანზორ სიჭინავამ ლელოთი დააგვირგვინა. რეალიზაცია ვერ შეძლო მერაბ კვირიკაშვილმა. 9:29 და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2250 40%
კალათბურთზე 629 11.2%
რაგბიზე 1434 25.5%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 271 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 758 13.5%
სხვა სახეობებზე 105 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4592
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908