ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

"ამიტომ მომცეს ლენინის ორდენი, თორემ მაგას კახელს ვინ მისცემდა?..“

2018-03-09 14:11

 ცნობილი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი სპორსტმენია. თედიაშვილი გახლავთ თავისუფალი სტილის მოჭიდავე, რომელიც  XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია და ასევე სხვა მრავალგზის ჩემპიონი გახლავთ.

 ლევან თედიაშვილი იხსენებს...

 ნრეალში ვხვდებით მე და ჯონ პეტერსონი. მსაჯი ნაყიდია, 50 000 დოლარი აქვს აღებული – თვითონ ამერიკელმა გვითხრა. ტრაბახი  გამომდის, მაგრამ იმიტომ ვყვები, ეს შევახსენო ვიღაც ვიღაცეებს... ჩვენებმა ვერაფერი მოიფიქრეს... ეს ამბავი ჩვენმა მინისტრმა პავლომაც იცის.

 თამაში გაყიდულია, მე და ბარზოვს გაგვიკეთეს. მას უთხრეს, თუ ზანგს გაასწრებ, სნაიპერი ზის და გაგორდებიო. ასეთი რაღაცეები ოლიმპიურზე ხდება ხოლმე. 10 წონითი კატეგორია, 48-მ იჭიდავა. 52-მა, 57-მა, 62-მა, 68-მ, 74-მა, 82-მა და მე 90-ე ვარ და გამომტოვეს მეასემ მძიმედ იჭიდავა.

 მე მიშვებენ. რატომ? ან ამერიკის ჰიმნი უნდა დაიკრას ან საბჭოთა კავშირის. მსაჯი ნაყიდია! რას იზამ?.. მივარტყი კედელს თავი, მაგრამ ვერაფერი... შეხედეთ რა სიტუაციაა, თამაში სამპერიოდიანია. ვთქვათ, პირველ პერიოდში ავიღე 100 ქულა.

 ჩემმა მწვრთნელმა სიაფანდზე მიკარნახა რაღაც, მაძლევენ გაფრთხილებას. მერე ორივეს გვაძლევენ და ვინაიდან მე მესამე გაფრთხილება მაქვს, მხსნიან, ჩემპიონი კი ხდება ამერიკელი. თავში მომივიდა ერთი აზრი: პავლოვი ზის კისინჯერის გვერდზე ლოჟაში. შახმურადოვი გახლდათ უფროსი მწვრთნელი, სეკუნდანტობა ნერვული ეტაპი იყო.

 სერგეი პავლოვიჩს ვუთხარი – ეგ გაიყვანეთ, არ შემოუშვათ, რაღაც აზრი მაქვს და მაგის გარეშე განვახორციელებ-მეთქი. შახმურადოვი გააქრეს. კომკავშირიდან ბაქრაძე იყო ჩევნთან ერთად წამოსული საგულშემატკივროდ, იმას ვუთარი: ვინც მე შემაგინოს, იმის დედა-მეთქი... დავიწყე ნელ-ნელა ქულების მიცემა.

 ერთ ქულა მივეცი, ორი... მოვიმკვდარუნე თავი, ვითომ ძალიან დავიღალე. მიგებს. მსაჯს უხარია, ფულიც აიღო, ისედაც მიგებს, ფსიქოლოგიური მომენტია, მაგაში ძლიერი უნდა იყო... მეორე პერიოდში ერთი ქულა ავიღე.

 შიგნით ვინახავ ენერგიას. მესამე პერიოდში სამ გაფრთხილებას მაძლევენ, დაუძახეს და უთხრეს – არ შეიძლებაო. აი, ასე მოვიგე ოლიმპიური თამაშები და აჟღერდა საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ამიტომ მომცეს ლენინის ორდენი, თორემ მაგას კახელს ვინ მისცემდა?..“ 




 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2283 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4580
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908