ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ახალგაზრდა ძიუდოისტების მწირი მონაგარი ევროტურნირებზე

2018-03-06 00:01

 გასულ  უქმეებზე(3-4 თებერვალი)  ახალგაზრდა  ქართველმა  ძიუდისტებმა  სამ  საერთაშორისო  ტურნირში  სცადეს  ბედი,  რომლებშიც  40-ზე  ცოტა  მეტი  ქართველი  სპორცმენი  მონაწილეობდა.


 ასეთი  წარმომადგენლობითი  დელეგაციის  მიუხედავად,  ქართველმა  ძიუდოისტებმა  თავი  დიდად  ვერ  გამოჩინეს,  ოქროს  მედლის  გარეშე  დარჩნენ  და  მხოლოდ  ერთი  ვერცხლითა  და  ოთხი  ბრინჯაოს  მედლით  დაკმაყოფილდნენ.


 ყველაზე  დიდი  წარმატება  ჩეხეთის  დედაქალაქ  პრაღაში დასრულებულ  ევროპის  ღია  ტურნირზე  მოასპარეზე  თორნიკე  ნაგლიაშვილმა(66)  მოიპოვა.  მან  ფინალამდე  მიაღწია,  სადაც  ახალგაზრდებს  შორის  მსოფლიოს  ერთ-ერთ  საუკეთესო  ძიუდოისტ  ნაჰოისა  ტაკატოსთან(იაპონია)  დამარცხდა  და  ვერცხლის  მედლის  მფლობელი  გახდა.


 ანალოგიური  სახის  ტურნირს  უმასპინძლა  პოლონეთის  დედაქალაქმა  ვარშავამ,  სადაც  მოასპარეზე  ქართველი  ძიუდოისტები  მედლის  გარეშე  დარჩნენ.


 თურქეთის  ქალაქმა  ანთალიამ  უმასპინძლა  ჭაბუკთა  შორის  მსოფლიოს  თასის  გათამაშებას,  რომელშიც  30-ზე  ცოტა  მეტი  ქართველი  სპორცმენი  მონაწილეობდა.  ასეთი  წარმომადგენლობითი  დელეგაციის  მიუხედავად,  ქართველი  ძიუდოისტები  მხოლოდ  ოთხი  ბრინჯაოს  მედლით  დაკმაყოფილდნენ.  ესენი  არიან:  ლუკა  კაპანაძე(66), ნიკა  ზოიძე(73), გიორგი  შერაზადაშვილი(81)  და  გია  ტატიაშვილი(+90).


როლანდ  ლაბუჩიძე 

 

     


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2278 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4506
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908