ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელის კომენტარმა ქართული საზოგადოება აღაშფოთა

2018-02-20 12:10

 “სპარაკისა“ და რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ РГ-სთან ინტერვიუშითავისი ქართული წარმოშობის შესახებ ისაუბრა. 


 - არ არის წინააღმდეგობა იმაში, რომ ქართველი ხარ, თუმცა რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

 - ცოტა არის, თუმცა ასე მოხდა. ადრე მხოლოდ საქართველოში თამაშზე ვფიქრობდი, თუმცა ყველა პლუსისა და მინუსის გააზრების შემდეგ, მივხვდი, რომ რუსეთი უნდა ამერჩია. არაფერს ვნანობ.

 - სამშობლოში შენი გადაწყვეტილება როგორ მიიღეს?

- საქართველოში ამით ბევრი უკმაყოფილო ადამიანია. ისინი მოღალატედ მთვლიან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სახლში ჩემს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. დანარჩენი ჩემთვის საერთოდ უმნიშვნელოა.

- სწორად მახსოვს, რომ მეგრელი ხარ?

- კი, მეგრელი არ. ამ ხალხს თავისი ენა აქვს, რომელიც ქართულ საერთოდ არ ჰგავს. ამ ენაზე ვსაუბრობ.

- ქართულადაც?

- ცოტა უარესად. წერა და კითხვა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოს რამდენად ხშირად სტუმრობ? 

- ერთი თვის წინ ვიყავი, ასევე შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?

- არა, ასეთი რამ არ ყოფილა.

- უცნაურია, ქართველებს ფეხბურთი ხომ უყვართ.

- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ამ სპორტით ნაკლებად ინტერესდებიან.

- უბრალოდ, მაგალითისთვის ჰენრიხ მხითარიანს ერევანში სეირნობა უჭირს.

- ნუ, ჩემი მხითარიანთან შედარება ჯერ არ ღირს. ის ტოპ ფეხბურთელია,   “არსენალში“ ტამაშობს. გენრიხი პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესოა. არ ვიცი, სსრკ-ში როგორ იყო, მაგრამ ეს საუკუნე მისია.


ავტორი ალექსანდრე მატევოსოვი


წყარო : sport.adjara.com

 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2283 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4283
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908