ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

შოკისმომგვრელი ანგარიში ! ბორჯღალოსნებმა გერმანიას გადაუარეს ( 64 : 0 )

2018-02-17 20:13

 რაგბი ევროპას მეორე ტურის შეხვედრაში გერმანიამ საქართველოს უმასპინძლა. ბორჯღალოსნებმა მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით მოიგეს.

 

 ბორჯღალოსნებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. რამდენიმე კარგი გადაცემის შემდეგ, გიორგი კვესელაძემ გერმანიას პირველი ლელო დაუდო. ბექა წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მე-15 წუთზე ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალე პასი გააკეთა, სანდრო თოდუამ მორიგი ლელოს გატანა შეძლო. 28-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ მოახერხა მესამედ გერმანელთა დამწუხრება. ბექა წიკალური ამჯერად ზუსტი იყო და საქართველომ პირველი ტაიმი 19:0 მოიგო.

 

 მეორე ტაიმი ანტონ ფეიქრიშვილის ლელოთი განახლდა. ფეიქრიშვილმა თავი 49-ე წუთზე გამოიჩინა. 59-ე წუთზე ბადრი ალხაზაშვილმა აუტი მოაწოდა, ქართველებმა მოლი დააყენეს, გერმანელებს აჯობეს და კიდევ ერთი ლელო დადეს. მიშო გაჩეჩილაძემ ნაკრების კვართით პირველი ლელო დადო.

 62-ე წუთზე ოთია გიორგაძემ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, გიორგაძის დაწყებული შეტევა გიორგი კვესელაძემ გერმანიასთან მეორე ლელო დადო.

 69-ე წუთზე ოთია გიორგაძემაც ლელოთი გამოიჩინა თავი და ანგარიში 47:0 გახდა. 73-ე წუთზე ანზორ სიჭინავას პასით ზურაბ ჟვანიამ მოახერხა მეორე ლელოს დადება რაგბი ევროპას მიმდინარე გათამაშებაში. 76-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ლამაზი პასით გიორგი კვესელაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა. მატჩის დრო ამოწურული იყო, როდესაც საკუთარი ლელო ლაშა ხმალაძემაც დადო. ბექა წიკალურმა 10-დან 8 გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე 64:0.

 

popsport


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2250 40%
კალათბურთზე 629 11.2%
რაგბიზე 1434 25.5%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 271 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 758 13.5%
სხვა სახეობებზე 105 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test4254
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908