ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

მილტონი ჰეიგი შესაძლოა ნაკრების მწვრთნელი აღარ იყოს?! "დადგება დრო, ვეძებო ახალი გამოწვევები"

2018-01-09 18:31

 საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ოჯახთან ერთად სამშობლოში იმყოფება.

 

 იქაურ ჟურნალისტებს "ბორჯღალოსნების" თავკაცის "სტუმრობა" არ გამოჰპარვიათ. "ნიუ ზელანდ ჰერალდმა" მასზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ჰეიგი საქართველოს ნაკრებსა და მის მომავალ გეგმებზე საუბრობს. 

 

 "მან საქართველოს ნაკრებთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი ახლახან გააფორმა, რომელსაც ვადა 2019 წლის მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე გასდის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მას სხვა შეთავაზება არ ჰქონდა:

 

 სანამ სამშობლოში არდადეგებზე ჩამოვიდოდა, ერთ-ერთმა იაპონურმა კლუბმა შესთავაზა მწვრთნელობა, მეორე წინადადება კი ინგლისიდან მოუვიდა - მთავ

არ მწვრთნელობას "ნორსჰემპთონი" სთავაზობდა, მაგრამ ის ადგილიდან არ დაძრულა. ის საქართველოს ნაკრებისა და კონტრაქტის ერთგულია.

 

 მისი სამუშაო საქართველოს ნაკრებთან არ ყოფილა იოლი - ეს გუნდი შედარებით ახალია რაგბის სამყაროში. ჰეიგის გეგმა იყო, ოთხი წლის განმავლობაში გუნდის პოტენციალის რეალიზაცია მოეხერხებინა, მერე კი, უკვე დიდ შედეგებზე ეფიქრა.

 

 "რეალობა ასეთია, ერთი მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ჩვენ თავიდან ვიწყებთ გარკვევას - რას ვაკეთებთ, მაგრამ როგორც კი დავასრულებთ მომდევნო ოთხწლიან ციკლს, ვფიქრობ, დადგება დრო, ვეძებო ახალი გამოწვევები. მოთამაშეებს დასჭირდებათ ახალი ხელმძღვანელი. მე კი, ალბათ, ახალი ასპარეზი", - ამბობს ჰეიგი".

 სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 1296 40.6%
კალათბურთზე 472 14.8%
რაგბიზე 1012 31.7%
ხელბურთზე 97 3%
ჭიდაობაზე 155 4.9%
ავტო-მოტოზე 34 1.1%
ჩოგბურთზე 66 2.1%
სხვა სახეობებზე 61 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908