ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

კახა კალაძე: “შეურაცხმყოფელია ის, რაც ადგილზე ვნახეთ”

2018-01-09 17:24

 თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და არსებულ ვითარებას შეურაცხმყოფელი უწოდა.

 მერიის პრესსამსახურის ცნობით, კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა დღესვე გაიმართოს და ადგილზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დროულად დაიწყოს.

 “სამუშაოები, რომელზეც შვიდი მილიონი დაიხარჯა, გასული წლის მაისში დასრულდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ადგილზე ვნახეთ.

 მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი, დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. შესაბამის სამსახურებს დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლობას, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა.აქ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 მისივე თქმით, თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გატარდება.“ჩვენ თვალს არაფერზე დავხუჭავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და გამოსწორდეს, რადგან სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1 000 გულშემატკივარზეა გათვლილი.

 სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს “საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარი გახლდათ.


 სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2264 40.1%
კალათბურთზე 632 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 272 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 107 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test3918
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908