ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

მაიკლ დიქსონი: “საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის ყველაფერს გავიღებ”

2017-12-07 14:55

 ფიბა-ს ოფიციალური ვებგვერდი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების სტარტს გამოეხმაურა.  ფიბა-მ განვლილი პერიპეტიების შეფასება მაიკლ დიქსონს სთხოვა.

 საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი აღნიშნულ შეხვედრებში საუკეთესო იყო.

 “ორივე გასულ მატჩში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა, გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

 ამ ფონზე, ჩემი შედეგიანი გარჯაც ფასს კარგავს, რადგანაც მხოლოდ მოგება მაინტერესებს და მარცხში პოზიტივის დანახვა გამიჭირდება.

 სერბეთს დიდებული კალათბურთელები და მწვრთნელი ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ცხადია, ვიცოდით, რომ ბელგრადში ჩასვლა და გამარჯვება ძალიან ძნელი იქნებოდა, თუმცა, მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა”.
 

 “თებერვალში მართლაც დიდი გამოცდა გველის. იმედი მაქვს, ის ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო გვაკლდნენ, დაგვიბრუნდებიან და მომავალი ფანჯრისთვის უძლიერესი შემადგენლობით ვიქნებით.

 მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია ის ტურნირია, სადაც თავის გამოჩენის შანსი ბევრ ნაკრებს ეძლევა. საკალათბურთო ზეიმად მიჩნეულ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ყველას სურს და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.

 პირადად ყველაფერს გავიღებ, რათა საქართველო მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს. საქართველოს ნაკრებს დიდებული ქომაგები ჰყავს, რომელთაც კალათბურთი ძალიან უყვართ”.


 სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 

კალათბურთი
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 987 39.4%
კალათბურთზე 361 14.4%
რაგბიზე 828 33%
ხელბურთზე 88 3.5%
ჭიდაობაზე 116 4.6%
ავტო-მოტოზე 25 1%
ჩოგბურთზე 58 2.3%
სხვა სახეობებზე 44 1.8%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908