ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მადრიდის "რეალი" გაანადგურა

2017-11-15 11:28

 ესანური „ბასკონიას“ საამაყო გამარჯვება ევროლიგაში. თორნიკე შენგელიას გუნდმა მოსისხლე მადრიდის „რეალს“ მწარე მარცხი აგემა. ბასკურმა კლუბმა მადრიდელები 105:75 დაამარცხეს, ხოლო 30-ქულიანი სხვაობა მაქსიმუმია, რაც „სამეფო კლუბს“ ევროლიგის მატჩებში ოდესმე წაუგია.


 ბასკური კლუბის ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში ამჯერადაც არ ყოფილა. თორნიკემ მოედანზე 18:02 წუთი გაატარა და 7 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.


 შენგელიამ 5-დან ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.


 2 მოგებითა და 5 მარცხით 16-გუნდიან ევროლიგაში „ბასკონია“ მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს, კაუნასში, “ჟალგირისთან” გამართავს.

 

ავტორი : ლევან ენუქიძე

 

 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 

კალათბურთი
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 592 41.1%
კალათბურთზე 255 17.7%
რაგბიზე 434 30.1%
ხელბურთზე 10 0.7%
ჭიდაობაზე 61 4.2%
ავტო-მოტოზე 12 0.8%
ჩოგბურთზე 44 3.1%
სხვა სახეობებზე 34 2.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908