ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

გიორგი ბიგანაშვილმა 16 - წლამდელთა ტურნირი შეაფასა

2017-11-14 18:42

 მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ 16-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატების სერია, რომელიც 14 და 18-წლამდელთა პირველობების შემდეგ დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბიდინამო, რომელმაც ფინალურ მატჩშიზაზა 1“- 100:59 სძლია.


 ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბიგანაშვილი გახდა, რომელმაც „ზაზას“ 37 ქულა ჩაუგდო და სპეციალური პრიზი  მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე, თბილისის კალათურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრისგან - ლევან წულაიასგან ჩაიბარა.




 გიორგიმ Sportline - თან ინტერვიუში ჩემპიონატი შეაფასა და მასზე კომენტარიც გააკეთა :


 

 " თბილისის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ძალიან კარგი გუნდებიკენჭისყრის შედეგად გუნდები ისე გადანაწილდარომ ქვეჯგუფიდან გასვლა ძალიან რთული არ ყოფილაასევე კარგი მეტოქეები შეგვხვდნენ მეოთხედფინალშიც და ნახევარფინალშიც


  რაც შეეხება ფინალურ მატჩსალბათ ამ დაპირისპირებას ორივე მხარე ველოდითპირველი ტაიმი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდახოლო მეორე ტაიმში ჩვენი მწვრთნელის მამუკა ტურაშვილის თავდაუზოგავი შრომა და მთლიანად გუნდის დაუღალავი ვარჯიში საბოლოო ანგარიშზე აისახა


  პლეიოფამდე რამოდენიმე დღით ადრე შემოგვიერთდა ძალიან კარგი კალათბურთელი ვოვა თავაქარაშვილირომელიც ჩვენი გუნდისთვის ძლიერი საყრდენი ძალაარაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარესზაზა1-ში ნამდვილად ძლიერი მოთამაშეები არიანმადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს,რომელიც დარბაზში საკმაო რაოდენობით იყო წარმოდგენილი,რაც მოთამაშეებზეც დადებითად აისახა


  დიდი მადლობა ამ ჩემპიონატის ორგანიზატორებს და ზოგადად რაც უფრო მეტი ჩემპიონატი ჩატარდება,მით უფრო განვითარდება ბავშვთა კალათბურთიმიხარიარომ შრომა დამიფასდა და გადმომეცა საუკეთესო მოთამაშის ტიტული. წინ საქართველოს ჩემპიონატიამოგეხსენებათ მოგება უფრო ადვილია ვიდრე მისი შენარჩუნებაამიტომ ბევრად მეტი შრომა და მონდომებაა საჭირო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლადსხვა რა შემიძლია ვთქვამადლობა ჩემს ბიჭებს კარგი თამაშისათვის. " 

 

Sportline წარმატებებს უსურვებს გიორგის.

 

ავტორი : ლევან ენუქიძე

 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 

კალათბურთი
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 592 41.1%
კალათბურთზე 255 17.7%
რაგბიზე 434 30.1%
ხელბურთზე 10 0.7%
ჭიდაობაზე 61 4.2%
ავტო-მოტოზე 12 0.8%
ჩოგბურთზე 44 3.1%
სხვა სახეობებზე 34 2.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908