ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდო ჭეიშვილთან

2017-08-21 15:07

 საკმაოდ ბევრი ქართველი მორაგბეა საფრანგეთში სათამაშოდ წასული, ერთ-ერთი მათგანი კი გახლავთ, ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა, ნოდო ჭეიშვილი.

-რამდენი წლის იყავი როცა რაგბზე შეხვედი?

 18 წლის ვიყავი როდესაც რაგბზე შევედი ჩემი პირველი გუნდი სადაც ვთამაშობდი იყო ლესო სარასენს თბილისი. მანამდე კი კალათბურთზე დავდიოდი, თუმცა რაგბმა ძალიან შემაყვარა თავი და არცერთი წამით არ მიფიქრია რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე.

-რამდენი წელია რაც საფრანგეთში თამაშობ და რომელ გუნდში ხარ?

მთლიანობაში სამი წელია რაც საფრანგეთში ვთამაშობ.თავიდან ვიყავი 2 წელი, შემდეგ ერთი წელი საქართველოში ჩამოვედი, და ახლა დაახლოებით ერთი წელია რაც უკან დავბრუნდი. ამჟამად გუნდ შამბერში, რომელიც თამაშობს ფედერალ1-ის ელიტ ჯგუფს.

-შენ ნათამაშები გაქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში...

 დიახ, 2016 წლის 28 თებერვალვს ვითამაშეპირველი თამაში, ეპანეთის წინააღმდეგ და დიდი იმედი მაქვს რომ ხშირად მომიწევს ჩვენს ნაკრებში თამაში.

-რომელ გუნდში ითამაშებდი სიამოვნებით?

 ახლა რომელ გუნდშიც ვარ, რა თქმა უნდა აქაც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ თუმცა მყავს სხვა ფავორიტი ინგლისური გუნდი, ლონდონის სარასენსი.

-გყავს თუ არა საყვარელი მორაგბე და რომელი ქვეყნის ნაკრებს გულშემატკივრობ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდეგ?

 ჩემი საყვარელი მორაგბე გახლავთ ახალი ზელანდიის კაპიტანი რიჩი მაკკო და საქართველოს მერე ვგულშემატკივრობ ინგლისის ნაკრებს.

-როგორ ფიქრობ ექცევა თუ არა სათანადო ყურადღება ქართულ რაგბს?

 დიახ კარგი პირობებია, არის საკმარისი დაფინანსებაც იმისათვის რომ სპორტსმენმა კარგად ივარჯიშოს და მიაღწიოს იმას რაც უნდა. მთავარია მონდომება და შრომისმოყვარეობა რადგან იდეალური პირობებია იმისათვის რომ მორაგბე ფორმაში იყოს.

-შენ რომ შეგეძლოს რაიმეს შეცვლა ქართულ რაგბში, რას შეცვლიდი?

 ესე შეცვლით არაფერს თუმცა უფრო მეტ თანხას გამოვყოფდი იმისათვის რომ შიდა ჩემპიონატების დონე ამემაღლებინა, დამეთანხმებით ალბათ რომ მომავალ თაობას უფრო დიდი სტიმული მოეცემოდათ ამით.

-რა შედის შენს უახლოეს გეგმებში?

 ჩემი მთავარი მიზანია ახლა რომ უფრო მეტად ჩავდგე ფორმაში, უფრო მეტი ვივარჯიშო და გავხდე მეტად წარმატებული ჩემი ქვეყნისთვის.

-მართალია ჯერ ადრეა თუმცა, სად წარმოგიდგენია შენი თავი როგორც მორაგბის კარიერას დასრულდება?

 კარიერას რომ დავასრულებ რაგბთან არანაირი კავშირი აღარ მექნება, ეს ზუსტად ვიცი. მინდა რაიმე სხვა სფეროში ვცადო ჩემი თავი. ზოგადად მიყვარს სიახლეები...

-რას ურჩევ დამწყებ მორაგბეებს?

 დამწყებ მორაგბეებს ვურჩევ რომ იყვნენ მიზანდასახულები და შრომისმოყვარეები და იბრძოლონ თავიაანთი მიზნის მისაღწევად.

 
სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 592 41.1%
კალათბურთზე 255 17.7%
რაგბიზე 434 30.1%
ხელბურთზე 10 0.7%
ჭიდაობაზე 61 4.2%
ავტო-მოტოზე 12 0.8%
ჩოგბურთზე 44 3.1%
სხვა სახეობებზე 34 2.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908