ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ინტერვიუ გიორგი თეთრაშვილთან

2017-08-16 19:43

 მოგეხსენებათ, ბევრი სპორტსმენია საზღვარგარეთ წასული კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ერთ-ერთი კი გახლავთ 23 წლის გიორგი თეთრვილი. თეთრაშვილი  საკმაოდ წარმატებული და ცნობილია თავის სფეროში, ის რამდენიმე წელია უკვე რაც საფრანგეთში თამაშობს, წელს წინ კი მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა. Sportliნე.ge გიორგი თეთრაშვილს დაუკავშირდა და ვთხოვეთ თავისი გეგმების შესახებ უფრო დაწვრილებით მოეყოლა.


-გიორგი, შენ საკმაოდ წარმატებული მორაგბე ხარ,როგორ დაიწყო შენი კარიერა?


 13 წლის ვიყავი როდესაც რაგბზე შევედი, ბევრი ჩემი სკოლელი თამაშობდა და მათთან უფრო დიდი დროის გატარების მიზნით გადავწყვიტე კლუბ „ხულიგანში“ შესვლა. საბოლოოდ ისე მოხდა რომ ამ თამაშ-თამაშით რაგბი შემიყვარდა და როგორც ხედავთ, დღესდღეობით რაგბს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

-ამჟამად რომელ გუნდში თამაშობ?

 ახლა ვთამაშობ საფრანგეთის პირველი დივიზიონის გუნდ „ა
ენში“. წელს ამოვედით ამ დივიზიონში და წინ ძალზე რთული სეზონი გველოდება.


 -თითქმის ყველა მორაგბესთვის სასურველი ქვეყანაა საფრანგეთი, შენ ვისი დახმარებით მოხვდი საფრანგეთში?


  როდესაც 18 წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი, იყო ტურნირი რომელის საფრანგეთში ტარდებოდა. ჩემი ყოფილი გუნდის „ალბის“ ტრენერნა შემამჩნია და შემომთავაზა საფრანგეთში ჩამოსვლა და პერსპეკტიულ გუნდში თამაში, რაც უფრო მეტად დამეხმარებოდა ჩემი თავის თვითრეალიზაციაში.

 -შენ უკვე ნათამაშები გაქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, კიდევ გვექნება ქართველ მაყურებელს იმის შესაძლებლობა რომ კიდევ ერთხელ გიხილოთ ბორჯღალოსნებში?

 რვაჯერ მოვირგე ეროვნული ნაკრების ფორმა და დიდი იმედი მაქვს კიდევ მომეცემა ამის შანსი.

 -როგორ ფიქრობ დღესდღეობით როგორი მდგომარეობაა ქართულ რაგბში, ექცევა თუ არა სათანადო ყურადღება?

  ქართული რაგბი დღითიდღე ვითარდება და პროფეზიონალიზმიც იწვევს. ამას ეროვნული ნაკრების თამაშებიც გვიჩვენებს, რომელშიც მარტო საფრანგეთში მოღვაწე ბიჭების გარდა საქართველოს შიდა ჩემპიონატის მორაგბეებიც თამაშობენ.

-რა შედის შენს უახლოეს გეგმებში?

 ჩემს უახლოეს გეგმებში დიდი მომზადება შედის. როგორც ზემოთ ვახსენე ძალიან რთული წელი იქნება, ჩემთვისაც და ჩემი გუნდისთვისაც.

-საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხარ? ალბათ გენატრება შენი ქვეყანა...

  რა თქმა უნდა მენატრება ოჯახი, ახლობლები, ვინაიდან წელიწადში მხოლოდ ორჯერ მიწევს ჩამოსვლა. საქართველოში ძირითადად ზამთარში და ზაფხულში ჩამოვდივარ, როცა შესვენებაა გუნდებში.

-რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

 განსაკუთრებული არაფერი. სრული ჰარმონია და სიმშვიდეა.

 sportline.geწარმატებას უსურვებს გიორგი თეთრ
შვილს!

  
 
სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 228 45.4%
კალათბურთზე 137 27.3%
რაგბიზე 69 13.7%
ხელბურთზე 7 1.4%
ჭიდაობაზე 27 5.4%
ავტო-მოტოზე 4 0.8%
ჩოგბურთზე 23 4.6%
სხვა სახეობებზე 7 1.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908