ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ლუკა კაპანაძე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

2017-08-10 15:37

 ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა კაპანაძემ (55 კგ) ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

 

 კაპანაძემ სულ 5 ორთაბრძოლა გამართა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა, სადაც 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულთან და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონთან, თურქ მიჰრაჩ აკუშთან დათმო შეხვედრა.

 

 ფინალურ ორთაბრძოლამდე, ლუკა კაპანაძემ დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ანტფერნე პეპინი 41 წამში იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ზედიზედ სამი შეხვედრა „ოქროს დროში" მოიგო, როდესაც ყაზახ იერმეკ ამანგელდის, იაპონელ სუმი ჰიტოიოშის და რუსეთის ნაკრების წევრ აბრეკ ნაგუჩევს აჯობა და ფინალში გავიდა. 

 

 16 წლის ლუკა კაპანაძისთვის მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედალი პირველი დიდი წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე. პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, სანტიაგოში ოქროს მედლების მოპოვება ბიჭებს შორის თურქეთის და და ბრაზილიის, გოგონათა შორის კი რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლებმა შეძლეს.
 
მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, მსოფლიოს 64 ქვეყნის 428 ძიუდოისტი მონაწილეობს.მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს, 10 აგვისტოს მედლებისთვის ბიჭებს შორის 60 და 66, ხოლო გოგონათა შორის 48 და 52 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოლებენ.

 საქართველოს სახელით 10 აგვისტოს 60 კგ-ში გიორგი კაპანაძე, 66 კგ-ში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჭაბუკებს შორის მიხეილ ბახბახაშვილი, 52 კგ-ში კი ეკატერინე ტატუნაშვილი იჭიდავებენ. წინასწარი შეხვედრები სანტიაგოში თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 24:00 საათიდან. 

  სალომე ონაშვილი



 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 530 48.9%
კალათბურთზე 230 21.2%
რაგბიზე 183 16.9%
ხელბურთზე 10 0.9%
ჭიდაობაზე 56 5.2%
ავტო-მოტოზე 9 0.8%
ჩოგბურთზე 40 3.7%
სხვა სახეობებზე 26 2.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908